Monday, May 21, 2012
   
Text Size

პიონერფილმი

1959 წელს . ძნელაძის სახელობის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, სასახლის დირექტორის, შალვა ბერიანიძის თაოსნობით შეიქმნა კინომოყვარულთა სტუდია, რომელსაცპიონერფილმი ეწოდა.

  სტუდიაში მოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებიც სასახლის სხვადასხვა შემოქმედებით კოლექტივებში იყვნენ გაერთიანებულნი.

 გრიგოლ ჩიგოგიძე, ზეზვა ღუღუნიშვილი, მერი ცერცვაძე, ნესტან ჭელიძე, გრიშა მალანია, მარინა გოგოლაშვილი, ჯემალ ნინუა, გურამ კაშმაძე, თინა ყალიჩავა, მერაბ ოდიშარია, თამარ და მარინა აბრამიშვილები, ნანა თარგამაძე, ქეთი დოლიძე.

 სტუდიას ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ჟურნალისტი გულბაათ აბელიშვილი. პირველ ფილმს, რომელიცპიონერფილმმაგადაიღო ერქვაჩვენ მეგობრები ვართ

სხვადასხვა დროს სტუდიას ხელმძღვანელობდნენ:

გულბაათ აბელიშვილი

რევაზ ერისთავი

ელგუჯა დრიაშვილი

ლერი არცივაძე

ზურაბ მექვაბიშვილი

ლალი თოფურია

გრიგოლ ჩიგოგიძე

 
პიონერფილმიმონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ ფესტივალებსა და კონკურსებში და ძალიან ხშირად საპრიზო ადგილებსაც იმსახურებს

 

პიონერფილმიდღეს

  ამჟამად სტუდიაში მუშაობენ პედაგოგები: გრიგოლ ჩიგოგიძე, სვეტლანა მარჯანიშვილი, იური ლუკაშვილი, ნინო ჩიგოგიძე, მაია ლანდია, ანდრო ოგანეზოვი, ვახტანგ ჯოჯუა, მარიკა ღოფურია. ისინი ბავშვებს შეასწავლიან სცენარზე მუშაობას, რეჟისურას, ოპერატურას, ფოტოხელოვნებას, კომპიუტერულ მონტაჟს.

 ეწყობა შეხვედრები რეჟისორებთან, ასევე მათო ფილმების განხილვა.

  “პიონერფილმისსტუმრები არიან გამოჩენილი ქართველი რეჟისორები და მსახიობები: რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია, გიგა ლორთქიფანიძე, სოფიკო ჭიაურელი, კოტე მახარაძე.

  სტუდიის წევრები აწყობენ ახალი ფილმების პრემიერებს, შეხვედრებს . საინტერესოდ წარიმართა /მაგდანას ლურჯას” 50 წლის იუბილე, შეხვედრა სერიალშუა ქალაქისმსახიობებთან, ქართველ ოლიმპიელებთან, პოეტ თამაზ სანებლიძესთან, ყოფილ პიონერფილმელებთან.

  სტუდიაში დაარსების დღიდან არსებობს თვითმმართველობა და ჰყავს პრეზიდენტი (ამჟამად მოსწავლე მინდია კანდელაკი)

 სტუდიას 40 წელია ხელმძღვანელობს პიონერფილმის პირველი თაობის წევრი, ღირსების ორდენის კავალერი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე გრიგოლ ჩიგოგიძე.

 ამჟამად სტუდია მდებარეობს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის III სართულზე (ოთახი 167) მის მფლობელობაშია 80 კვ. მეტრის იქვე მდებარე 150 კაციანი დარბაზი.

1982 წელს სტუდიას მიენიჭა სახალხო სტუდიის საპატიო სახელი.

1986 წელს - საქართველოს კომკავშირის პრემია

1987 წელს - სსრკ- 2500 კინომოყვარულთა სტუდიას შერის საკავშირო კომკავშირის პრემია.

2009 წლის 1 ივნისს სასახლის წინ საზეიმოდ გაიხსნაპიონერფილმისვარსკვლავი.

 

Restore Default Settings